არქივი30 იანვარი, 2026, 21:48
ირაკლი კობახიძე: მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, არასდროს არ მიმიღია ასეთი დაფინანსება

"მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, არასდროს არ მიმიღია ასეთი დაფინანსება. ეს კანონი მაშინ, რომ ყოფილიყო, მე ასეთი ჰიპოთეტური კანონი არასდროს დამირღვევია" | თქვა კობახიძემ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
"...მე არასამთავრობო სექტორში არასდროს მიმუშავია. ეს იყო UNDP. UNDP არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არასდროს მიმუშავია" - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: "ეს კანონი რომ მოქმედებდეს თქვენ შემთხვევაში, თქვენ შეძლებდით მალევე არასამთავრობო სექტორიდან გადასვლას"?
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.