ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო

ირაკლი კობახიძე: მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო
კობახიძის თქმით, რჩევებს ბიძინა ივანიშვილისგან და მამისგან - გია კობახიძისგან იღებს
 "რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.
ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც იმიტომ, რომ მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც. მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.