ირაკლი კობახიძე - მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას - საქართველო მზადაა გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.