ირაკლი – „მაიდანი“ არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია – ხედავთ, რა მოუტანა მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, „მაიდანმა“ და ომმა, რომელიც ამ პროცესებს მოყვა

ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ „მაიდნის“ გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უკრაინიზაცია არ მოხდება.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ “მაიდნის” სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ “მაიდნის” გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”