ირაკლი – მათთვის, ვინც მომდევნო წლიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს, სწავლა იქნება უფასო – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასა და დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილეს როგორც მთავრობის, ისე პოლიტიკური საბჭოს ფორმატში.
„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი მიღებიდან, 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში სახელმწიფო სასწავლებელში, სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფოს საუნივერსიტეტო სისტემაში“, -აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა. ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა