– მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, წარვუდგინეთ ძალიან ამბიციური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად შესრულებადია და პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წარვდგებით საზოგადოების წინაშე

მადლობა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას ამბიციური პროგრამა წარუდგინა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შევასრულოთ. ამ პროგრამაში ასახულია ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა ეს მიზნები ამასთან ერთად არის აბსოლუტურად შესრულებადი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წავდგებით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)