არქივი26 სექტემბერი, 2026, 22:20
ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა
მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
მთავრობის მეთაური წარმატებებს უსურვებს ვილი სანიოლს მომავალ სამწვრთნელო კარიერაში.
“მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!”, – აღნიშნავს პრემიერი.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.