ირაკლი კობახიძე, ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, , მწერალ ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა.
ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს.
ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლისა და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა.
კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.
ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა.
ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს.
ზემოხსენებულ მწერალსა და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!
ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს!”, – წერს ირაკლი .
ცნობისთვის, მწერალმა მ სოციალურ ქსელში 7 იანვარს დაწერა: “გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით”.

ასევე დაგაინტერესებთ