ირაკლი კობახიძე კითხვაზე, „შესაძლოა, რომ სუს-ის შემდეგი სამიზნე იყოს ირაკლი ღარიბაშვილი“ – სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ

სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაკავებულ „ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაზეც, შესაძლოა, რომ შემდეგი სამიზნე სუს-ის იყოს ირაკლი ღარიბაშვილი“.
„ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას პასუხი გავცე. სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, – განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი განსასჯელის სკამზე“, კობახიძემ თქვა: „არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა, დასვით სწორად კითხვები და გიპასუხებთ“.
ასევე, მან უპასუხა კითხვას, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმიან საკითხზე.
„მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ კონკრეტულ საქმიან თემასთან დაკავშირებით“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან