ირაკლი კობახიძე – „კამიტის“ გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა, მეტიც ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის” გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ძალადობრივი აქციების“ პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.
“ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები ახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა. მეტიც, „კამიტის” ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.
ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.
ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის” გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია