– ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს

ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრების ეშინიათ, “რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი”.
„ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს. ბუნებრივია, რომ მათ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დასწრება ეშინიათ. ამ ადამიანებს უამრავი დანაშაული ჩადენილი აქვთ, შესაბამისად, იმ პროცესზე გამოცხადება ეშინიათ, სადაც მათი მხილება მოხდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”