ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - იმდენად არის განულებული ოპოზიციური პარტიების რესურსები, რომ მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს პოლიტიკურ ძალებს - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ირაკლი კობახიძე - იმდენად არის განულებული ოპოზიციური პარტიების რესურსები, რომ მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს პოლიტიკურ ძალებს - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი ამოცანა დღეს არის ქვეყნის განვითარება.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. იმდენად არის განულებული ამ პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს. ეს მათი არჩევანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე და ვიზრუნოთ ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.