ირაკლი კობახიძე: იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, გასულ თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52 %-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს მათი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)