არქივი19 მარტი, 2024, 00:09
ირაკლი კობახიძე: იენს სტოლტენბერგს ოფიციალურ ვახშამზე ვუმასპინძლე (ფოტოები)
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს საქართველოს ესტუმრა.
- სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.
სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
დღის ბოლოს პრემიერ მინისტრმა სტოლტენბერგს ვახშამზე უმასპინძლა.

"ნატოს გენერალურ მდივანსიენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე ვუმასპინძლე", - წერს ირაკლი კობახიძე.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.