ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.
“ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარტნიორობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.