ირაკლი კობახიძე - თეიმურაზ ჯანჯალიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო

თეიმურაზ ჯანჯალიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა და უცნობია, თუ რა იქნება მისი გადაწყვეტილება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მანამდე უკვე შემდგარი იყო მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზე სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი“,- აღნიშნა პრემიერმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.