ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ - ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა

ირაკლი კობახიძე - თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ - ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 8 წლის წინ და ეს პირველ რიგში, სწორედ კახა კალაძის დამსახურებაა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.