ირაკლი ზურაბ ჯაფარიძის განაჩენზე – კომისიას არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! – როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას და შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში

როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება – [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით თავისუფლების აღკვეთას და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვას შეეხება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
„რაც შეეხება ჯაფარიძეს, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე. როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება. როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“. მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ, პოლიტიკურად რა ბედი ეწევა. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას. შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა