ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა

ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, არ არის კარგი, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით.
„არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. თქვენ გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, როდესაც მას მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამ კონკრეტული ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება