ირაკლი კობახიძე - ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შესაბამისი პროექტი აქვს შემუშავებული
ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა.
„რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში - როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.