ირაკლი კობახიძე – ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას

ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს.
„სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თავად სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც, აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია, დღესაც მოხდება რა თქმა უნდა, იგივე. ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…