– ვფიქრობ, ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს – შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა

ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეები იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში.
ამასთან, კობახიძის თქმით, “შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა ძალა”.
„მე არ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების პოზიციები არის ძლიერი. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, ხელოვნური ჩარევით. ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება წარუმატებელი. თუმცა, ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)