ირაკლი კობახიძე – ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა.
„რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, მაგრამ იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში და იმის წინა აქციების შემთხვევაში. რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც ძალიან მალე მოხდება, მაშინვე დაეტყობა ლარის კურსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი