ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ვიკითხე პოლიტსაბჭოში და დამიდასტურეს - აპირებენ ჩემს დატოვებას პრემიერის თანამდებობაზე

ირაკლი კობახიძე - ვიკითხე პოლიტსაბჭოში და დამიდასტურეს - აპირებენ ჩემს დატოვებას პრემიერის თანამდებობაზე

ვიკითხე პოლიტსაბჭოში და დამიდასტურეს, მითხრეს, რომ კი, ასე იქნება... აპირებენ ჩემს დატოვებას პრემიერის თანამდებობაზე , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, „შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ იქნებით ისევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?“.
კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად მოხდება.
„კონსტიტუციით არის გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურა. ეს ხდება არჩევნების შემდეგ, პირველი სხდომის ჩატარებისთანავე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.