– ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში – ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.
„ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია”, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ