ირაკლი კობახიძე – ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით – თემა დახურული არ არის

ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
პრემიერმა დასძინა, საკითხი არ არის დახურული.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო-ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა “აჭარის“ ტელევიზიის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს