ირაკლი კობახიძე - ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ჩვენი გადაწყვეტილებაც დააჩქარა

ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ბატონ ვახტანგ გომელაურს მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.