ირაკლი კობახიძე – ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
კობახიძე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს და ხაზს უსვამს მთავრობის „პასუხისმგებლობას“ დაუბრუნოს უნივერსიტეტს სტატუსი, როგორც „ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!“.
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ