ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაზე - უკრაინიზაციას გვაგონებს, უკრაინაში არ ტარდება არჩევნები - ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაზე - უკრაინიზაციას გვაგონებს, უკრაინაში არ ტარდება არჩევნები - ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას ევროსაბჭოს კონგრესის განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლებას მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას.
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ბიუროს აზრით, “პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.