არქივი20 დეკემბერი, 2024, 11:53
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს მეორედ ხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, ვიზიტის ფარგლებში, მეორედ ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
ალენ ბერსე პრემიერთან შესახვედრად ადმინისტრაციის შენობაში, რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ცნობისთვის,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსემ პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. გარდა ამისა, ის შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.