ირაკლი – ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ

ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ბუნებრივი არჩევანია საქართველოსა და ქართველებისთვის.
„ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის და სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, თუ რატომ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. ამიტომაც ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!