ირაკლი კობახიძე ევროპული გაერთიანების სამიტზე – მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის – ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება

მნიშვნელოვანი სამიტია – მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ალბანეთში დაგეგმილ ევროპული გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის ამ ფორმატს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან სასაუბროდ გამოიყენებს.
„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს. მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ყველა თემაზე გვექნება საუბარი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია