ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს: არ მოსწონთ ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას – იმედია, პროცესები გაჯანსაღდება

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და არა მარტო ერევიან, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი, არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვანაირად ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი. ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და ასევე ეკონომიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია