ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.
„მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. გენერალურ მდივანს გულწრფელი მადლობა მოვახსენე მისი პირადი წვლილისთვის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი აქტიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მომავალშიც გაგრძელდება”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო