ირაკლი კობახიძე: ევროპა პანაცეა არ არის

“ევროპა პანაცეა არ არის” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, “დღეს ევროპაში 80 წლის წინანდელი, გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული”.

ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა, ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გებელსიც ევროპაც იყო, როცა 40-იან წლებში მოღვაწეობდა ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და არ შეიძლება გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე”, განსცხადა კობახიძემ. 

ცოტა რამ გებესლსის შესახებ:

პაულ იოზეფ გებელსი იყო ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და გერმანული რაიხის სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი. ასევე, 1933-1945 წლებში ეკავა უამრავი პარტიული და სახელმწიფო თანამდებობა.

მესამე რაიხის პერიოდში იოზეფ გებელსი ამბობდა, რომ „თ ე თ რ ი“, ნამდვილი ინფორმაციის გარდა, აუცილებელია „ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი “, ანუ ნახევრად სიმართლის და „შ ა ვ ი ” – აშკარა სიცრუის ნაზავი.

– ,ჩვენ არ ვცდილობთ ჭეშმარიტების მიღწევას, არამედ ჩვენი მიზანია ეფექტის მიღება, ნებისმიერი გზით და მეთოდით. უფრო მეტიც, რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო გულით სჯერათ ადამიანებს და უფრო სწრაფად ვრცელდება ის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება