– ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს – ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს – მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავს პერფორმანსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.
„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს – მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა.
მარტივი პერფორმანსებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ასეთ მარტივ პერფორმანსებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპული მომავლის გზაზე, საქართველოს გვერდით დგას.
„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს