ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური

მე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა მქონდა, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება – თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „სადაც სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა იქნება, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.
„თავის დროზე ასეთი ვითარება იყო, უსამართლო განცხადებები იყო, რაზეც ჩვენ რეაგირება გვიწევდა. მე მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება. სწორედ, ასე წარიმართება დღეს პროცესი. თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ბუნებრივია, ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა იქნება, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალური წვრილი შეიტანა ამ ყველაფერში, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში, სწორედ, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ბუნებრივია დამატებით დადებითად აისახა ურთიერთობების გაღრმავებაზე – საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.