ირაკლი კობახიძე – დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არაფორმალურ მმართველობას ადგილი არ ჰქონია – რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას.
„დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა?
დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას“,- აღნიშნა მ.
როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი.
ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ს საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი