ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე - იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება - მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე - იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება - მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში დაგეგმილ შეხვედრას.
კობახიძის განცხადებით, „ჩვენთვის მთავარია, ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა“.
„თქვენ იცით, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა მშვიდობის დარღვევამ ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური სახის პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, რომ დამყარდეს მშვიდობა. პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ ასე დასრულდება, დასრულდება მშვიდობის დამყარებით.
მე მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა”, - აღნიშნა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.