ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - დიდი ალბათობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას დღესვე წარვადგენთ

ირაკლი კობახიძე - დიდი ალბათობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას დღესვე წარვადგენთ

დიდი ალბათობით, პრეზიდენტთან ერთად, დღესვე წარვადგენთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში. დიდი ალბათობით, პრეზიდენტთან ერთად, დღესვე წარვადგენთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას. გვაქვს კონსულტაციები პრეზიდენტთან. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა კვლავ განხორციელდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ზოგადად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს, როდესაც ამის დრო დადგება“.
„საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია. ზოგადად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დანარჩენს საზოგადოება გაიგებს, როდესაც ამის დრო დადგება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს, თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.