ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს

ირაკლი კობახიძე - დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს

მორიგი უხეში ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და რადიკალიზმის მხარდაჭერა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დროშის დღის მისალოცად ევროკავშირის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, სადაც აქციის კადრებია გამოყენებული.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“.

„ეს კიდევ ერთი მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს ერთი. მეორე, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა. როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს.

რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.