ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მამუკა მდინარაძის ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისობრივად გაძლიერდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მდინარაძე პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით წარდგება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, მათ შორის, ზუსტად იმ პროფილით, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძე წარდგება პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისობრივად გაძლიერდება”, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.