ირაკლი – დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა – მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო

სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა-მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დავით ზალკალიანის მიერ -ში ელჩის პოსტის დატოვების შესახებ დასმული კითხვას უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, დავით ზალკალიანის არჩევანს პატივს ცემს.
„რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“,-აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…