ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე – ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გრიგოლ ლილუაშვილის სასჯელთან დაკავშირებით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ადამიანურადაც მძიმეა, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.