– გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“

თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს -ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო. თუმცა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის ღია წერილზე განაცხადა, რითაც მან -ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მის წერილში ძირითადი გზავნილები გაახმოვანა.
„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ. ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, მათ შორის გვქონდა კომუნიკაცია, ასევე მანამდე საჯარო განცხადებები მქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად, ძირითადად, იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?