ირაკლი კობახიძე – გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს – ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას

გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომუნალური ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული ტარიფები შენარჩუნდება.
„ორშაბათს შედგება „სემეკის“ სხდომა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ზოგადად, ფასებსა და ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს, მათ შორის, გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და ამისდა მიხედვით ორშაბათს უკვე „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ისე დენთან დაკავშირებით.
ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე კონსულტაციები გადაწყვეტს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს