ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი განუმარტა.
„იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენ თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება საბოლოო ჯამი 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.