ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ბატონი  ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი

ირაკლი კობახიძე: ბატონი  ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი

ბატონი  ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს...

...ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე, განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.