ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოსტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ტოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დატოვებს.
„საკუთარი, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ“, – განაცხადა მ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თქმით, თანამდებობაზე რჩება ყველა დანარჩენი მინისტრი:
„ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. არავინ არ შეიცვლება“, – განაცხადა მან.
პირველ თებერვალს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.
“პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს”, – ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა ირაკლი კობახიძემ.
ამ დრომდე ირაკლი კობახიძეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.