არქივი9 ივნისი, 2026, 01:00
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებას სთხოვდნენ (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის შესახებ მან სამთავრობო „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატებისას განაცხადა.
პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა კობახიძეს ჰკითხა - „თქვენ თვითონ ახსენეთ ომში ჩართვის ისტორია, თქვენი აზრით, რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?"
შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა:
ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას - ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელიაო. [...] პოლიტიკაში დაბრუნდი და გააკეთე ის, რაც გასაკეთებელიაო".
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.